სულხან თამაზაშვილი - აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი წარმატებით დასრულდა, ვიზიტორების რაოდენობა მილიონ 200 ათასამდეა


ავტორი
Front News საქართველო
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა საზღვაო ტურისტული სეზონი შეაჯამა და აღნიშნა, რომ საზღვაო ტურისტული სეზონი წარმატებული იყო.
მისი თქმით, მიმდინარე ზაფხულის სეზონზე, წინა წელთან შედარებით, შიდა და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა დაახლოებით 10%-ით გაიზარდა.
"საზღვაო ტურისტული სეზონი წარმატებით დასრულდა, წინა წელთან შედარებით, ზაფხულის პერიოდში, შიდა და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია დაახლოებით 10 პროცენტით და მილიონ 200 ათასამდეა. დარწმუნებული ვარ, შემოდგომა-ზამთრის სეზონიც ასეთივე წარმატებული იქნება", - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა