Logo

სულხან თამაზაშვილი - აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს

რეგიონები
56
Frontnews image description

ბათუმისა და ქობულეთის ავტოპარკს 18 ერთეული ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსი დაემატა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ახალი ავტობუსები დაათვალიერა.

სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

"აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალურ ავტოპარკებს 18 ერთეული ახალი ავტობუსი გადაეცა. რა თქმა უნდა, განახლებული ავტოპარკი ჩვენი მოქალაქეებისთვის  უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველჰყოფს. ზოგადად სატრანსპორტო სისტემის განვითარება ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია. ეტაპობრივად განვაახლებთ ინფრასტრუქტურას და  უზრუნველვყოფთ თანამედროვე სტანდარტების მუნიციპალურ ტრანსპორტს რეგიონში", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

პროექტის ფარგლებში, ბათუმის ავტოპარკი 10 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსით განახლდა. თითოეული მათგანი ერთდროულად 110-მდე მგზავრის მომსახურებას უზრუნველყოფს. ქობულეთის მუნიციპალურ ავტოპარკს კი, 8 ერთეული ავტობუსი შეემატა, რომლებიც 32 მგზავრზეა გათვლილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები