სულხან თამაზაშვილი - ახალგაზრდების განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნა, აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია


ავტორი
Front News საქართველო
გადაცემაში "იმედის კვირა", აჭარაში განათლებისა და სპორტის მიმართულებით დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები განიხილეს.
ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტი, განათლება, ახალგაზრდები და მათი განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნა - აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. სულხან თამაზაშვილის განცხადებით, აჭარაში გაზრდილია ახალგაზრდების ჩართულობა სპორტში.
"გასულ წლებთან შედარებით, 54%-ით გაზრდილია ახალგაზრდების ჩართულობა სპორტში. ეს განაპირობა იმან, რომ ჩვენს ნაკრებს აქვს ძალიან კარგი შედეგები წელს: გვყავს 10-მდე ევროპის ჩემპიონი და 80-მდე საქართველოს
ჩემპიონი. სწორედ ეს ხალხი აძლევს მოტივაციას ახალგაზრდებს“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
მისივე თქმით, სულ მალე ბათუმს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოლიმპიური აუზი შეემატება. სრულად განახლდება ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლა, რომლის აღსაზრდელებიც ახალ სასწავლო წელს ახალ სკოლაში დაიწყებენ. ასევე, განახლებულ გარემოში გააგრძელებენ სწავლას ხელვაჩაურში, სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეები. სოფელ განთიადში კი 200 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ჯამში, აჭარას სულ მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 100 ახალი სასწავლო დაწესებულება ექნება.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს