სულხან თამაზაშვილი - აქტიურად ვაგრძელებთ საზღვაო სექტორის მხარდაჭერას რეგიონში


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საზღვაო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს პროფესიული დღე მიულოცა.
"მეზღვაურობა საპატიო და საამაყო პროფესიაა, რომელიც არა მხოლოდ გამბედაობას, არამედ უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს. საზღვაო სექტორი სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს აჭარისთვის.
მეზღვაურებს განსაკუთრებული როლი აქვთ ზღვისპირა რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის. ქართველი მეზღვაურების უმრავლესობა, სწორედ, აჭარიდანაა და მათი წვლილი უმნიშვნელოვანესია ჩვენი რეგიონის სიძლიერისა და განვითარებისთვის.
ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საზღვაო სექტორის მხარდაჭერას რეგიონში და პირველ რიგში, ეს საზღვაო განათლების მხარდაჭერაში გამოიხატება. მრავალწლიანმა გამოცდილებამ გაზარდა მეზღვაურების ის თაობა, რომელიც წარმატებით საქმიანობს წამყვან საერთაშორისო საზღვაო კომპანიებში.
საამაყოა, რომ ქართველი მეზღვაურები მსოფლიოს მასშტაბით გამოირჩევიან თავიანთი პროფესიონალიზმითა და სიმამაცით.
ვულოცავ ყველა მეზღვაურს პროფესიულ დღეს! გისურვებთ მშვიდ და უსაფრთხო ნაოსნობას“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს