სულხან თამაზაშვილი - არჩევანი გავაკეთე განვითარების, სტაბილურობის, მშვიდობისა და ღირსეული მომავლის სასარგებლოდ


ავტორი
Front News საქართველო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა მეუღლესთან ერთად, საკუთარი არჩევანი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების 29-ე უბანზე დააფიქსირა.
ხმის მიცემის შემდეგ სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არჩევანი მშვიდობის, სტაბილურობისა და ღირსეული მომავლის სასარგებლოდ გააკეთა.
"რა თქმა უნდა, გავაკეთე არჩევანი განვითარების, სტაბილურობის, მშვიდობის და ღირსეული მომავლის სასარგებლოდ. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ექვსივე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი რეგიონის განვითარებას“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს