
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილს ეწვია.
საქართველოს დელეგაციას ადგილზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვილაიათ ეივაზოვმა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების მეთაურმა შაჰინ მამადოვმა უმასპინძლეს.
საქართველოს დელეგაციის წევრებმა სამხედრო ტექნიკა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, ასევე დანაყოფის შესაძლებლობებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს გაეცნენ.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და აზერბაიჯანელ კოლეგას შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ უწყებას შორის წარმატებულ თანამშრომლობას და კიდევ უფრო გაფართოების მნიშვნელობას.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს