Logo

სულხან თამაზაშვილი - ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რაც შექმნის ახალ შესაძლებლობებს აჭარაში

რეგიონები
108
Frontnews image description

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან, რევაზ სოხაძეთან ერთად, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონში მიმდინარე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, რომ რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად გაგრძელდება, რაც ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

"ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაციას აჭარაში. ახალი საგანმანათლებლო სივრცეები შექმნის ახალ შესაძლებლობებს რეგიონში და გახდება ძლიერი ქვეყნის მშენებლობის საფუძველი“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

სულხან თამაზაშვილი და რევაზ სოხაძე ბათუმის №26 და №3 საბავშვო ბაღებში იმყოფებოდნენ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რეაბილიტაციის შემდეგ ბაღებში შეიქმნება ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული, თანამედროვე გარემო - მოეწყობა სასწავლო და სათამაშო სივრცეები, განახლდება გათბობის, წყალმომარაგებისა და სახანძრო სისტემები.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ასევე ბათუმის №5 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.  810 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება.

პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ აჭარის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრი და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები