სულხან თამაზაშვილი - ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებაა


ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, რეგიონში მიმდინარე ჯანდაცვის პროექტებზე გადაცემაში "იმედის კვირა“ ისაუბრა.
"ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მთავარი პრიორიტეტია ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარება. შესაბამისად, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში - ხულოში, შუახევში, ქედაში და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში უკვე დასრულებულია გადაუდებელი დახმარების ცენტრების მშენებლობა“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
53 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება აჭარაში ბათუმის N1 პოლიკლინიკის და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობის აშენებისთვის და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გაფართოებისთვის.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრების მშენებლობა შუახევის, ხულოს, ქედისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში უკვე დასრულებულია.
აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონში ჯანდაცვის სისტემის განვითარებას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს