სულხან თამაზაშვილი - ჩვენი ინიციატივები მიზნად ისახავს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას


ავტორი
Front News საქართველო
"აჭარა არის მთავარი დანიშნულების ადგილი გალფის ქვეყნების იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც ეძებენ მომგებიან შესაძლებლობებს“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Gulf News-თან ინტერვიუში.
სულხან თამაზაშვილის თქმით, რეგიონში მიმდინარე ყველა ინიციატივა მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას.
"აჭარამ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი განვითარება და შესანიშნავი პროგრესი განიცადა. მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი წარმატებით განხორციელდა საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში. ჩვენი ინიციატივები მიზნად ისახავს ადგილობრივების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას” - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
სტატიაში ვრცლად არის განხილული აჭარის, როგორც კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ეკონომიკური, ლოჯისტიკური და სავაჭრო ცენტრის მნიშვნელობა. ასევე, აღნიშნულია, რომ აჭარის მთავრობა სპეციალური ეკონომიკური ზონებისა და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პოლიტიკის მეშვეობით ორიენტირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. ასევე, საუბარია რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე და აღნიშნულია, რომ Emaar ჯგუფის მიერ განხორციელებული 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია - ისტორიული გონიო მარინას პროექტის ფარგლებში, კიდევ უფრო გააძლიერებს რეგიონის პოზიციებს ტურიზმისა და საინვესტიციო მიმართულებით.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა