სულხან თამაზაშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოებს ეწვია

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოებს ეწვია.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს, ასევე, თანამშრომლებს გაესაუბრა და დანაყოფის აღჭურვილობა დაათვალიერა. სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მონაწილეობით გამართულ საჩვენებელ ტაქტიკურ წვრთნებს დაესწრო.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი




