Logo

სულხან თამაზაშვილი გიორგი გაბუნიას შეხვდა

პოლიტიკა
21
Frontnews image description

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი გაბუნიას შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს აჭარაში კულტურის სფეროს განვითარების გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აჭარის კულტურული პოტენციალის გაძლიერებასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე, რაც კომიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

აღინიშნა, რომ კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის მიმართულებით თანამშრომლობა და კოორდინაცია კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც უზრუნველყოფს რეგიონის კულტურული პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას და აჭარის პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე საერთაშორისო დონეზე.

Advertisement