სულხან თამაზაშვილი - იყო კონტაქტური, ადეკვატური და აქვთ უკეთესობის იმედი


ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დანარჩენ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.
"[რიჟვაძე] იყო კონტაქტური, ადეკვატური და აქვთ უკეთესობის იმედი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამით ძალიან გახარებულები ვართ. რაც შეეხება გამოძიებას, მე ვერ გიპასუხებთ, სამართალდამცველებს უნდა მიმართოთ. ახლა არის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სწორედ ამაზე ვესაუბრებოდით ოჯახის წევრებს“, - განაცხადა თამაზაშვილმა.
სულხან თამაზაშვილი კლინიკაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მივიდა. საავადმყოფოში ასევე იყო ჯანდაცვის მინისტრი.
ექიმ ლევან რატიანის თქმით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და პაციენტი კონტაქტურია.
თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდება წარედგინა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს ალექსი ახვლედიანს. ალექსი ახვლედიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს