Logo

სულხან თამაზაშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მხარდამჭერებს შეხვდა

რეგიონები
125
Frontnews image description

"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მხარდამჭერებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

სულხან თამაზაშვილმა სიტყვით მიმართა მოქალაქეებს და განაცხადა, რომ დარწმუნებულია,  მოსახლეობის მხარდაჭერით, გუნდთან ერთად შეძლებს მუნიციპალიტეტის განვითარებას, ტურისტული პოტენციალის გაზრდას და თითოეული მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მისივე განცხადებით, ქობულეთის მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე არის ღირსეული და კეთილსინდისიერი ადამიანი.

„ქობულეთის მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე ღირსეული და კეთილსინდისიერი ადამიანია. მისი მთავარი ამოცანა, სწორედ ხალხის სამსახურში ყოფნაა. ირაკლი იქნება საუკეთესო მერი, თქვენთვის იქნება იმედი და ძალა. ჩვენ აუცილებლად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ერთად,“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

მხარდამჭერებს, ირაკლი ცეცხლაძესთან ერთად, სიტყვით მიმართეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს წევრმა ცოტნე ანანიძემ და ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით მჭედლიშვილმა.

Advertisement