სულხან თამაზაშვილი ქობულეთში ზაფხულის ფესტივალს დაესწრო და ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ისპანის ტორფნარი დაათვალიერა


ავტორი
Front News საქართველო
ქობულეთში ზაფხულის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ოჯახთან ერთად დაესწრო.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ქობულეთის ცენტრალური პარკი საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მოირთო. ღონისძიება კოსტიუმირებული მსვლელობით და დრამების შოუთი გაიხსნა. პარკის ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო და გასართობი სივრცეები. საღამო ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტით დასრულდა.
ფესტივალის პარალელურად, სულხან თამაზაშვილმა ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ისპანის ტორფნარი დაათვალიერა. ისპანის ტორფნარი UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ამჟამად ტერიტორიაზე გადმოსახედი კოშკურის მშენებლობა იწყება. გასულ წელს ტორფნარზე დასრულდა გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკებისა და მოსასვენებელი ზონების მოწყობა.
პროექტის მიზანია ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდა რეგიონში.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს