სულხან თამაზაშვილი ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის A დივიზიონის მატჩს დაესწრო


ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის A დივიზიონის მატჩს დაესწრო.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარემ ეროვნულ ნაკრებს წარმატებები უსურვა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სპორტის მხარდაჭერა მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.
ტურნირისთვის ბათუმის ბულვარში 1300 მაყურებელზე გათვლილი ახალი არენა აშენდა, რომელიც სრულად შეესაბამება ქვიშის ფეხბურთის საერთაშორისო სტანდარტებს.
ევროპის მასშტაბის მნიშვნელოვანი სპორტული ტურნირის მასპინძლობა ხელს შეუწყობს სპორტის სფეროს განვითარებას და მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს საერთაშორისო ასპარეზზე.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს