
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, მოადგილესთან ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად მიგრაციის დეპარტამენტს ეწვია.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სულხან თამაზაშვილმა, დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა და დანაყოფში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ გაძლიერებულმა საკანონმდებლო ჩარჩომ და განახლებულმა ინფრასტრუქტურამ უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახადა.
ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა მიგრაციის დეპარტამენტის ახალი ადმინისტრაციული შენობა და განახლებული ავტოპარკი დაათვალიერა.
სულხან თამაზაშვილმა დეპარტამენტის თანამშრომლებს შედეგზე ორიენტირებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს