სულხან თამაზაშვილი - მთავრობის მუშაობა მიმართულია არა სიტყვებზე და დაპირებებზე, არამედ საქმეზე

ავტორი
Front News საქართველო
დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა სექტემბრის თვეში განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამა. თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტს აჭარის რეგიონში და მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
"მთავრობის მუშაობა მიმართულია არა სიტყვებზე და დაპირებებზე, არამედ საქმეზე - ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე და მოქალაქეების უკეთეს მომავალზე“, - განაცხადა თამაზაშვილმა.
მისი განცხადებით, სექტემბერში, აჭარაში, კერძოდ ხულოს, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში 5 ახლად რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა.
ბათუმს ორი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა, ხოლო ქობულეთში სამი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.
მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა სოციალურ პროექტებსა და პროგრამებზე. მისი თქმით, „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში მშენებლობა სამ ლოკაციაზე აქტიურ ფაზაშია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 570 ოჯახი მიიღებს კეთილმოწყობილ ბინას: ორ ლოკაციაზე სამუშაოები 2026 წლის პირველ და მეორე კვარტალში დასრულდება, ხოლო მესამე ლოკაციაზე – 2027 წელს. პროგრამის განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება.
სულხან თამაზაშვილმა ყურადღება გაამახვილა ხელვაჩაურში დასრულებულ სოციალურ სახლის მშენებლობაზეც. მისი თქმით, უკვე დაწყებულია ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები, რის შემდეგაც ეკომიგრანტი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის პროცესი დაიწყება.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


