
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა თადუმაძესთან ერთად კი საექსპერტო-კრიმინალისტიკური და დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტები მოინახულა.
დანაყოფების ხელმძღვანელებმა მინისტრს რეგიონში არსებული ვითარების, მიმდინარე საქმიანობისა და არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებს რეგიონში მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს