სულხან თამაზაშვილი - პროექტი შექმნის უამრავ სამუშაო ადგილს და განავითარებს რეგიონში ტურიზმის სექტორს

ავტორი
Front News საქართველო
მსგავსი მასშტაბის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საქართველოს არ ახსოვს. საუბარია 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციაზე, რაც ჩვენთვის, რეგიონისთვის კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია რადგან, თბილისის გარდა, პროექტი ხორციელდება აჭარაში, კონკრეტულად - გონიოში, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა გადაცემაში "თავისუფალი სივრცე“.
მისივე თქმით, "იგლ ჰილსის“ პროექტი გააჩენს სამუშაო ადგილებს და განავითარებს რეგიონში ტურისტულ პოტენციალს.
"ეს პროექტი საოცარ ადგილს - გონიოს კიდევ უფრო მეტ ბრწყინვალებას და პოტენციალს შესძენს და რეგიონს ექნება შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ეს პოტენციალი. ამდენად, ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შექმნის უამრავ სამუშაო ადგილს და განავითარებს რეგიონში ტურიზმის სექტორს. ვთვლი, რომ ეს არის ქართული ეკონომიკისთვის ისტორიული შესაძლებლობა", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი




