
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილმა, მოადგილესთან გიორგი ბახუაშვილთან ერთად, თბილისში, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დავით თამაზაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს სამუშაო სივრცე და აღჭურვილობა დაათვალიერებინა. მინისტრი, ასევე, დაესწრო ტაქტიკური მომზადების საჩვენებელ სწავლებას, რომელიც მოიცავდა ტაქტიკური, საცეცხლე და სამთო მომზადების სხვადასხვა კომპონენტებს.
"სულხან თამაზაშვილმა სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი პირებისგან დანაყოფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
მინისტრმა, ასევე, დაათვალიერა კინოლოგიური სამმართველოს ინფრასტრუქტურა, მათ შორის სასამსახურე ძაღლების განთავსების პირობები და ძაღლების წვრთნის პროცესს დაესწრო.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუთქვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს