სულხან თამაზაშვილი საზღვაო აკადემიაში გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში პირველკურსელებისთვის და წარჩინებული კურსდამთავრებულებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცა, ხოლო კურსდამთავრებულებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
სულხან თამაზაშვილის განცხადებით, საზღვაო სექტორის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კვალიფიციური კადრების მომზადებას, რისთვისაც რეგიონში აქტიურად გაგრძელდება საზღვაო განათლების მხარდაჭერა.
"მეზღვაურობა განსაკუთრებული პროფესიაა, რომელიც მოითხოვს ცოდნას, სიმამაცეს, თავდადებას, განსაკუთრებულ დისციპლინასა და მუდმივ მზადყოფნას.
ქვეყნის საზღვაო სექტორის განვითარება საჭიროებს განათლებულ და კვალიფიციურ კადრებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ საზღვაო სექტორის მხარდაჭერას რეგიონში და პირველ რიგში, ეს საზღვაო განათლების მხარდაჭერაში გამოიხატება.
დარწმუნებული ვარ, საზღაო აკადემიის სტუდენტები მიღებული ცოდნითა და პროფესიული შემართებით ღირსეულ წვლილს შეიტანენ ქვეყნის საზღვაო ისტორიაში", – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის საზღვაო აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ აკადემიაში საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკული სწავლებაა დანერგილი, რაც სტუდენტების შემდგომ პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფს.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს