
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის არპინე სარგსიანის მიწვევით, სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილი ორმხრივ შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან არპინე სარგსიანთან, ასევე დელეგაციასთან ერთად ეწვევა სომხეთის რესპუბლიკის საპოლიციო დანაყოფებს და ადგილზე გაეცნობა მათ საქმიანობას.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დირექტორთან ანდრანიკ სიმონიანთან.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს