სულხან თამაზაშვილმა აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება მიულოცა


ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება მიულოცა.
"ძვირფასო აბიტურიენტებო, მინდა წარმატებები გისურვოთ ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე. განათლება ქვეყნის განვითარებისა და სტაბილური მომავლის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. თქვენნაირი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ახალგაზრდობა ამის გარანტია. დარწმუნებული ვარ, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას არ დაიშურებთ უკეთესი მომავლის შესაქმნელად. წელს აჭარიდან 4000-ზე მეტი აბიტურიენტი იღებს გამოცდებში მონაწილეობას. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ახალგაზრდების ხელშეწყობას და თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას რეგიონში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს