სულხან თამაზაშვილმა აჭარის მთავრობის ორი ახალი წევრი წარადგინა


ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები წარადგინა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე ედნარ ნატარიძე დაინიშნა. ის 2018 წლიდან ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. ედნარ ნატარიძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ჯაბა ფუტკარაძეს შეცვლის.
ცვლილებაა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც. სულხან თამაზაშვილმა მინისტრის პოზიციაზე დენის სალუქვაძე წარადგინა. მას მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს გარემოს დაცვისა და აგრარული მიმართულებით. დენის სალუქვაძე 2023 წლიდან ხელმძღვანელობდა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატს. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პოზიციაზე მან ზაზა შავაძე ჩაანაცვლა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყოფილ მინისტრებს გაწეული საქმიანობისთვის და შემდგომი წარმატებები უსურვა.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს