სულხან თამაზაშვილმა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად თანამშრომლებს გიორგი ცინცაძე წარუდგინა


ავტორი
Front News საქართველო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა ბათუმის მერიის თანამშრომლებს მერის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ცინცაძე წარუდგინა.
სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ბათუმის მერიის ეფექტიანი მუშაობა მნიშვნელოვანია როგორც ქალაქის, ასევე, რეგიონის განვითარებისთვის.
გიორგი ცინცაძემ გამოთქვა მზადყოფნა მაქსიმალური ძალისხმევით იზრუნოს ქალაქის განვითარებაზე, მიმდინარე პროექტების წარმატებით დასრულებასა და ახალი ინიციატივების განხორციელებაზე.
მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი მურვანიძეს მადლობა გადაუხადა შესრულებული სამუშაოსთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
თაგები:
გიორგი ცინცაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს