სულხან თამაზაშვილმა ბათუმის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის ტრაგედიიდან ოთხი წელი გავიდა. დღეს, წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში, ტრაგედიისას დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი პარაკლისს დაესწრო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
პარაკლისს დაღუპულთა ოჯახის წევრები, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
2021 წლის 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, რასაც 9 ადამიანის, მათ შორის სამი მცირეწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს