
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ახლად დანიშნულ წარმომადგენელთან ანა რიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სულხან თამაზაშვილმა ანა რიჩს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული საერთაშორისო დაცვის სისტემა და მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს. ყურადღება მიგრაციის მართვის და თავშესაფრის კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებზე, გამოწვევებზე და მიღწეულ შედეგებზე გამახვილდა.
შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და გაწეული დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ არსებული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს