
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილესთან რონი მესხთან და მოადგილეებთან - გაგა კირკიტაძესთან და შალვა თადუმაძესთან ერთად, გურიის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე სულხან თამაზაშვილმა დეპარტამენტის თანამშრომლებისგან რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი გურიის რეგიონში სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, თანამშრომლებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს