სულხან თამაზაშვილმა იუსტიციის მინისტრთან ერთად ბათუმსა და ხელვაჩაურში წინასაარჩევნო შეხვედრები გამართა


ავტორი
Front News საქართველო
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრთან პაატა სალიასთან ერთად, ბათუმსა და ხელვაჩაურში მხარდამჭერებს შეხვდა.
შეხვედრაზე ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი ცინცაძემ და ხელვაჩაურის მერობის კანდიდატმა ზაზა დიასამიძემ, სულხან თამაზაშვილთან და პაატა სალიასთან ერთად, მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს.
პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის მშვიდობა, სტაბილურობა და მეტი განვითარება, რაც 4 ოქტომბრის არჩევნებზე კიდევ ერთხელ დადასტურდება.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენ დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს, რადგან ქართველი ხალხის არჩევანი არის მშვიდობა, სტაბილურობა და მეტი განვითარება. ჩვენს გუნდთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით შევძლებთ უკეთესი მომავლის შექმნას“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გარე ძალებმა, რომელსაც ჰქონდათ ქვეყნის არეულობის მცდელობა კიდევ ერთხელ დაინახონ ქართველი ხალხის ნება.
,,იმედი გვაქვს, რომ თქვენი მხარდაჭერა, რომელიც გვქონდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაგრძელდება და მხარს დაუჭერთ პარტია ,,ქართულ ოცნებას“. მნიშვნელოვანია, რომ გარე ძალებმა, რომელიც აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ჰქონდათ მცდელობა მომხდარიყო არეულობა ქვეყანაში, დაინახონ, რომ ვართ იმაზე მეტი, ვიდრე ვიყავით საპარლამენტო არჩევნებზე“, - განაცხადა პაატა სალიამ.
წინასაარჩევნო შეხვედრებზე მხარდამჭერებს, ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მიმართეს.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა