სულხან თამაზაშვილმა ხულოში ახლად რეაბილიტირებული სკოლა გახსნა

ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიხაძირში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა.
სულხან თამაზაშვილმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად განახლებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ყველა მუნიციპალიტეტში ჰქონდეთ თანაბარი წვდომა თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე.
სსიპ სერგო ჯაიანის სახელობის საჯარო სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი. სრული რეაბილიტაციის შედეგად განახლდა როგორც შიდა, ასევე, გარე ინფრასტრუქტურა.
სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, შიდა და გარე სპორტული მოედნები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, რესურსოთახი და სხვა შესაბამისი სივრცეები.
სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 1 808 000 ლარი შეადგინა.
2025 წელს აჭარაში სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას.
წლის ბოლომდე დასრულდება 15-მდე საჯარო სკოლის როგორც მშენებლობა, ასევე რეაბილიტაცია.
თაგები:
ხულო
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


