სულხან თამაზაშვილმა ქობულეთში ახალი და რეაბილიტირებული სპორტული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ახალი და რეაბილიტირებული სპორტული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა დასრულდა. ასევე, პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდა სკოლის სრული რეაბილიტაცია.
სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზი სრულად არის ადაპტირებული, აღჭურვილია ტრიბუნით, გასახდელებით და სველი წერტილებით.
პროექტის ფარგლებში, ასევე, განახლდა სასწავლო შენობის სახურავი, ფასადი და შიდა ინფრასტრუქტურა. სკოლა სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით და კეთილმოეწყო ტერიტორია.
მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა აჭარის განათლების და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქობულეთის მერმა ირაკლი ცეცხლაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დაათვალიერეს.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


