
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი სამარღანიშვილი წარუდგინა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი სამარღანიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე პოლიციის პოლკოვნიკი არჩილ მახარაძე შეცვალა, რომელიც საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე გააგრძელებს.
სულხან თამაზაშვილმა, რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ახლად დანიშნულ დირექტორს საქმიანობაში წარმატება უსურვა. მინისტრმა შეხვედრაზე სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან საპოლიციო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს