სულხან თამაზაშვილმა პარტია "ქართული ოცნების“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ დათა კობალაძე წარადგინა


ავტორი
Front News საქართველო
პარტია "ქართული ოცნების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა, პარტიის ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციაზე დათა კობალაძე წარადგინა.
სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ახალგაზრდების და ახალგაზრდული პოლიტიკის მხარდაჭერა მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
დათა კობალაძეს განათლება მიღებული აქვს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში. ასევე, გააჩნია ახალგაზრდულ ცენტრებში მუშაობის გამოცდილება.
აჭარის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა რიჩარდ სირაბიძეს გაწეული საქმიანობისთვის, ხოლო დათა კობალაძეს წარმატებები უსურვა.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს