სულხან თამაზაშვილმა პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან სამუშაო თათბირი გამართა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებთან უწყების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. ასევე, ყურადღება გამახვილდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულთან ბრძოლასა და საპოლიციო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
სულხან თამაზაშვილმა დეპარტამენტების თანამშრომლებს მართლწესრიგის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი




