Logo

სულხან თამაზაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო

რეგიონები
54
Frontnews image description

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სკვერში გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელმა.

საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედაა გამოცხადებული.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები