Logo

სულხან თამაზაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

რეგიონები
414
Frontnews image description

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ეროვნული გმირის ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპული მებრძოლების ხსოვნას.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცინცაძემ, საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძემ.

სოხუმის დაცემიდან 32 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

Advertisement