
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან და მოადგილე შალვა თადუმაძესთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში, სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა. მინისტრმა თანამშრომლების სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი, ასევე, იმყოფებოდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდთან, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ და მოქალაქეების უსაფრთხოებას იცავენ.
თანამშრომლებთან შეხვედრებზე სულხან თამაზაშვილმა ყურადღება სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ უწყება კვლავაც აქტიურად განაგრძობს პოლიციელებისთვის როგორც სოციალური, ისე სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს