
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, სამინისტროს ყოველწლიური შიდა საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულ გუნდს სპეციალურად განკუთვნილი თასი გადასცა, ხოლო ფეხბურთელები მედლებით დააჯილდოვა.
საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაიმართა, სადაც ერთმანეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და მომსახურების სააგენტოს გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გუნდმა მოიპოვა და ჩემპიონის ტიტულს უკვე ზედიზედ მეოთხედ დაეუფლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში საფეხბურთო ტურნირი, ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება, რომლის მიზანიც უწყების თანამშრომლებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს