
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ლევან მაისურაძესთან და ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ დეპარტამენტის საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესების, მათ შორის მოქალაქეებისთვის საპოლიციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდება.
სულხან თამაზაშვილს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა დანაშაულის პრევენციის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს