სულხან თამაზაშვილმა შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო


ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო.
მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის სკვერში მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკო.
დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა.
2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი იყო რუსეთ-საქართველოს ომში, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების 17 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს