Logo

სულხან თამაზაშვილმა სომეხ ხალხს შობისა და ნათლისღების დღესასწაული მიულოცა

რეგიონები
391
Frontnews image description

სომხური სამოციქულო ეკლესია დღეს შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ბათუმის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში სადღესასწაულო წირვას დაესწრო. სულხან თამაზაშვილმა სომეხ ხალხს დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა და ჯანმრთელობა უსურვა.

"ეს წმინდა დღეები გვახსენებს სიყვარულს, სიკეთესა და ერთმანეთისადმი პატივისცემის მნიშვნელობას. სომეხ და ქართველ ხალხს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა გვაკავშირებს. ეს ურთიერთობა მტკიცეა და მჯერა, რომ მომავალშიც  გაგრძელდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ! მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს ქვეყნებსა და ოჯახებს“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო წირვას აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, ბათუმის მერი, გიორგი ცინცაძე და ბათუმის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები