სულხან თამაზაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
"შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას ხაზი გაუსვეს, ასევე, ყურადღება გაამახვილეს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების აუცილებლობაზე. საუბარი შეეხო საპოლიციო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც წარმატებით ხორციელდება პოლიციის ატაშეების ჩართულობით, დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიმოცვლით და სამუშაო ვიზიტების რეგულარული ორგანიზებით.
სულხან თამაზაშვილმა მუსტაფა თურქერ არის მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და კიდევ ერთხელ გამოთქვა ქართული მხარის მზაობა, აქტიურად გაგრძელდეს მუშაობა თურქულ მხარესთან სამართალდამცავ სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიზნით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი




