
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და თურქმენეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ კავშირებზე და აღნიშნა, რომ სამართალდამცავ სფეროში მხარეთა შორის ჩამოყალიბებულია ინტენსიური და ეფექტიანი თანამშრომლობა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოებასა და განმტკიცებას.
დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მხარეთა მზაობას, აქტიურად გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობისა და ორმხრივი მეგობრული კავშირების გაღრმავების მიზნით.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს