სუმის ქიმიური საწარმოდან ამიაკმა გაჟონა

ავტორი
Front News საქართველო
სუმში რუსების დაბომბვის შედეგად ამიაკის საწარმოს ერთ-ერთი რეზერვუარი დაზიანდა, რის შემდეგაც ამიაკის გაჟონვა მოხდა.
დაბინძურების რადიუსი 2.5 კილომეტრია.
სუმის რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, გამთენიისას გაჟონვის ლოკალიზება მოხერხდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ქალაქს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის შდეგად დაშავებულები და გარდაცვლილები არ არიან.
თაგები:





