სუნაკი – პუტინს და “ჰამასს” აგრესიის ერთნაირი მოტივაცია აქვთ, ორივე დამარცხდება


ავტორი
Front News საქართველო
სიძულვილმა და შიშმა აიძულა რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი და “ჰამასის” მებრძოლები დაეწყოთ შეჭრა, – ამის შესახებ თემთა პალატაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა.
“7 ოქტომბერს “ჰამასის” ისრაელზე თავდასხმა მოტივირებული იყო სიძულვილით, ისევე როგორც ჰამასის შიში ახლო აღმოსავლეთში ახალი ბალანსის შესაძლო გაჩენის შესახებ, რომელიც უკან დატოვებს ძველ ხედვას და უკეთესი, უსაფრთხო და აყვავებული გზის იმედს შესთავაზებს, პუტინსაც იგივე მოტივაცია აქვს უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად“, – განაცხადა სუნაკმა.
მისივე თქმით, კრემლის ხელმძღვანელს ეშინია უკრაინის თანამედროვე და აყვავებულ დემოკრატიად გადაქცევის, ამიტომ სურს ქვეყანა დაუბრუნოს “წარსულის იმპერიალისტურ ფანტაზიას”.
როგორც სუნაკმა აღნიშნა, პუტინიც და “ჰამასიც” დამარცხდება.
“ახლა ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ უკეთესი მომავლის ხედვა, რასაც ბრიტანეთი ცდილობს მოკავშირეებთან ერთად”, – აღნიშნა მან.
თაგები:
რიში სუნაკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს