სუფთა ჰაერი, როგორც ჯანსაღი გარემოს საფუძველი -„ტესკოს“ ისტორია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა


ავტორი
Front News საქართველო
"ტესკო“, ეს არის კომპანია, რომელიც საქართველოში ჰაერის ფილტრების გავრცელებაზე ზრუნავს. მისი თანადამფუძნებელი, მამუკა ლოლაძე, სამედიცინო აპარატურის ინჟინერია, თუმცა კლინიკებთან მუშაობის პროცესში მალე გამოიკვეთა, რომ ჯანმრთელობის დაცვა მხოლოდ თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით არ შემოიფარგლება - ჰაერის სისუფთავე ისეთივე მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც ზუსტი დიაგნოსტიკა.
„ტესკოს“ ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული საერთაშორისო ბრენდთან „Camfil“, რომელმაც ჰაერის ფილტრების და ჰაერ-გამწმენდი სისტემების წარმოება დაიწყო შვედეთში ჯერ კიდევ 1963 წელს. „2006 წლიდან დავიწყეთ ამ ბრენდთან თანამშრომლობა და მას შემდეგ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის გავრცელებას უზრუნველვყოფთ“, — აღნიშნავს მამუკა ლოლაძე.
კოვიდპანდემიამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა ის, რასაც ტესკო წლების განმავლობაში ამტკიცებდა - სუფთა ჰაერი არ არის ფუფუნება, ეს არის აუცილებელი პირობა ჯანმრთელობისა თუ უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. COVID-19-ის გავრცელების პერიოდში ჰაერის ვენტილაციისა და ფილტრაციის მნიშვნელობა ყველასთვის ნათელი გახდა, რადგან სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გზა ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად.
„ჩვენი მიზანი ჯანსაღი ეკოსისტემის შექმნაა, განსაკუთრებით ისეთ სივრცეებში, სადაც განსაზღვრულ დახურულ სივრცეში შედარებით მეტი ადამიანი იმყოფება. თანამედროვე შენობებისთვის მხოლოდ გათბობა და ჰაერის კონდიცირება აღარ არის საკმარისი. კომპანია ტესკო მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა წარმადობის დამოუკიდებელ ჰაერგამწმენდ სისტემებს, რომლებიც შეიძლება დაიდგას თითოეულ სივრცეში და ამ გზით იქნას მიღწეული ჰაერის სისუფთავე და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციფიკურ ზონებს შორის წნევათა სხვაობაც“, — განმარტავს მამუკა ლოლაძე.
„ტესკო“ უკვე საქართველოს ფარგლებსაც სცდება და კავკასიის რეგიონში სხვა ქვეყნებსაც ამარაგებს შესაბამისი პროდუქციით. ამგვარ წინსვლასა და წარმატებაში კი კომპანიას სანდო პარტნიორი სჭირდება - ისეთი, როგორიც თიბისია.
„დაარსების პირველივე დღეებიდან თიბისისთან ვთანამშრომლობთ და რაც უფრო მატულობს ჩვენი კომპანიის მიზნები და ნაბიჯები, საბანკო სერვისების მიღების საჭიროებაც მეტად იკვეთება. ფინანსური რესურსების მობილიზაციის გარეშე შეუძლებელია წინსვლა, თიბისი ყოველთვის გვერდით გვიდგას და სამომავლო წინსვლისთვისაც სანდო პარტნიორად მივიჩნევთ“.
წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!
(R)
თაგები:
თიბისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს