Logo

სურამში ტრადიციული დღესასწაული “ლესიაობა“ გაიმართა

საზოგადოება
810
Frontnews image description

სურამში უკრაინელი პოეტის ლესია უკრაინკასადმი მიძღვნილი ტრადიციული დღესასწაული “ლესიაობა“ გაიმართა. ღონისძიებაში უკრაინული სახლის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.  

 

სტუმრები არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ უკრაინიდანაც შეიკრიბნენ. ხაშურის მუნიციპალიტეტისა და საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებმა  ლესია უკრაინკას  მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

 

ქართველი და უკრაინელი ხალხების მეგობრობისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო კონცერტში ტრადიციულად სურამისა და ხაშურის ბავშვთა შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ. ლესია უკრაინკას სახელობის სურამის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლექსები უკრაინულად წაიკითხეს, სურამის კულტურის ცენტრში მოქმედმა ფოლკლორულმა და საესტრადო ბავშვთა გუნდებმა ქართული სიმღერები შეასრულეს.

 

ამ დღის აღსანიშნავად სურამში, ხაშურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მოწვევით, კიევის ოლქის ქალაქ ობუხივადან დელეგაცია ჩავიდა. მათ საჩუქრები გადასცეს ლესია უკრაინკას სახელობის მუზეუმს, საქართველოში უკრაინის საელჩოს, სურამის ლესია უკრაინკას სახელობის სკოლის წარმომადგენლებს.

 

აღსანიშნავია, რომ  პირველი გრანდიოზული ზეიმი „ლესიაობა“ უკრაინიდან ჩამოსულ მრავალრიცხოვან დელეგაციასთან ერთად სურამში 1952 წელს გაიმართა. ამ დღესასწაულის დაარსების ინიციატორი ქართველი მწერალი გიორგი ლეონიძე იყო. მას მხარი დაუჭირა ცნობილმა მსახიობმა ნატო ვაჩნაძემ და მთელმა ქართველმა ინტელიგენციამ. ამ დროიდან “ლესიაობა” საქართველოსა და უკრაინის მეგობრობის სიმბოლოდ იქცა.

 

თაგები:

სურამი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები