სუს-ი – ყარაფილას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტებმა უკანონო ე.წ ბორდერიზაცია განახორციელეს


ავტორი
Front News საქართველო
სუს-ის ინფორმაციით, სოფელ ყარაფილას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განახორციელეს უკანონო ე.წ ბორდერიზაცია.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი. საკითხი განხილულ იქნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე.
უკანონო პროცესის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები”, – აცხადებენ სუს-ში.
თაგები:
ოკუპანტები

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა