სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გაზაფხულზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ქუჯოშვილი თავისუფალია


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის გაზაფხულზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ქუჯოშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
“უკანონოდ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც “ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები.
გიორგი ქუჯოშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ისე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
სუსი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა