Logo

სუსი - მოვუწოდებთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა

სამართალი
17 საათის წინ / 20:18
Frontnews image description

მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ სუსის განცხადებაშია აღნიშნული.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე.

მოქალაქეთა უსაფრთხოება სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას ახორციელებს.

მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან", - აცხადებენ სუსში.

აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში, ისთ ფოინთში, გალერეა თბილისსა და თბილისი მოლში ბომბის არსებობის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და ამ ტერიტორიებზე მისვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. განცხადება საელჩოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

თაგები:

სუსი
Advertisement